საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Другие новости на сегодня
ალუდა ღუდუშაური - გენპროკურორის შერჩევის წესმა შეიძლება რყევები გამოიწვიოს - ცვლილება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის დაცულობას პოლიტიკური რყევებისგან, არ იქნება მართებული კონსტიტუციაში აისახოს

გენპროკურორის შერჩევის წესმა შეიძლება რყევები გამოიწვიოს - ცვლილება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის დაცულობას პოლიტიკური რყევებისგან, არ იქნება მართებული კონსტიტუციაში აისახოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ყველა საკითხს დეტალურად გაივლიან და გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ.

"ჩვენ ვმოქმედებდით და კვლავაც ვიმოქმედებთ იმ პრინციპით, რაც არის ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის უმჯობესი, ამ გამოსავლით ვიხელმძღვანელებთ კვლავაც. ჩვენ სრულყოფილად და დეტალურად გავივლით ყველა ახლებურად დასარეგულირებელ მიდგომას და მხარს დავუჭერთ იმ ცვლილებას, რომელიც არის ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის უმჯობესი. მე პირადად მიმაჩნია, რომ გენერალური პროკურორის შერჩევისა და განწესების წესმა შეიძლება რყევები გამოიწვიოს. ნებისმიერი ცვლილება კონსტიტუციაში უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის სტაბილურობას და დაცულობას, ცვლილება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის დაცულობას სხვადასხვა პოლიტიკური რყევებისგან, სუბიექტური მიდგომებისგან, არ იქნება მართებული კონსტიტუციაში იყოს ასახული,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევას ითვალისწინებს და მანდატების განაწილების პროპორციულ წესს ადგენს. ასევე, ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა 7-დან 4-მდე მცირდება. ამავე პროექტის თანახმად, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუ ამ წესით არჩევა ვერ მოხდა, არჩევა შესაძლებელი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერით.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება