This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, „სინოფარმის“ ვაქცინით პირველ დოზაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.
მათი განმარტებით, მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის მიღება შეუძლიათ როგორც booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტირებით, ისე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ამცრელ პუნქტებში. აღსანიშნავია ისიც, რომ „სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც.
„წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას გაეცანით https://vaccines.ncdc.ge/.../cinascari-registratsiis.../
ვაქცინაციის მოძრავ პუნქტების ჩამონათვალს გაეცანით https://vaccines.ncdc.ge/.../vakhtsinatsiis-modzravi.../“,- აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.