საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ოკუპირებულ აფხაზეთში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია

ოკუპირებულ აფხაზეთში, რამდენიმე ქალაქსა და რაიონში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გასული ღამის განმავლობაში უამინდობამ მდინარეებში წყლის დონის მატება და ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზარალდა გუდაუთა და მისი რაიონი.

„ადგილობრივ მდინარეებში წყლის დონემ თითქმის ორ მეტრს მიაღწია. დაიტბორა მინიმუმ 350 სახლი. რამდენიმე ადგილას საჭირო გახდა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია“, - აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

მათი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 7 ერთეული ტექნიკა და ქალაქ გუდაუთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 45 თანამშრომელი, ასევე მათ დამატებით ეხმარებიან გაგრისა და სოხუმის სამძებრო-სამაშველო სამსახურებიც. რამდენიმე ქუჩა დაიტბორა სოხუმშიც და დაზიანდა 30-მდე სახლი, თუმცა აქ მოსახლეობის ევაკუაცია არ გახდა საჭირო. რაც შეეხება ოჩამჩირის მუნიციპალიტეტს, რამდენიმე სოფელში წყალდიდობისას აქაც დაიტბორა სახლები. მდინარე ტამიშის ადიდებამ ზოგ მონაკვეთებში გაართულა საავტომობილო მიმოსვლა, ძლიერმა ქარმა კი დააზიანა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ორი ბოძი.

გიორგი გობრონიძე - რეალურად, უკრაინამ მიიღო მშვიდობის ის პირობები, რომელიც ამერიკამ შესთავაზა, ამ ნაბიჯზე უკრაინა, შესაძლოა, იმის გამოც წავიდა, რომ ზელენსკიმ დაინახა, ევროპული ერთობაც არ გამოდის
ლევან ლორთქიფანიძე - თუ ევროპა მსოფლიოს წინაშე ერთიანი გეოპოლიტიკური აქტორის სახით წარსდგა, „ქართულ ოცნებას“ განსაცდელი ელის
ქართული პრესის მიმოხილვა 10.03.2025
საწყობის ეფექტიანობის საიდუმლო - თანამედროვე საპალეტე თაროები
რა ღირს მომხმარებლის კმაყოფილება?
„ბუკნარის“ სასტუმრო კომპლექსის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა დასრულებულია
SOCAR-მა ბაქოს საფონდო ბირჟაზე „მწვანე ობლიგაციები“ განათავსა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მიმდინარე საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის - „სატრანსპორტო ინდუსტრიის მომავალი: ახალი შესაძლებლობები და რეგულაციები გადამზიდავებისთვის“