საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ამირან გამყრელიძე - ის, რომ 67 წლის მამაკაცი აცრიდან 2 დღეში გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით თბილისში მცხოვრები 67 წლის მამაკაცი აცრიდან ორ დღეში გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ წუთებშიც ზუსტდება.

,,ჩვენ ვამოწმებთ ამ ინფორმაციას ბაზებით. წინასწარი ინფორმაციით, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. მოგეხსენებათ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის როგორც იმუნიზაციის, ასევე ლაბორატორიულად დადასტურებულთა ბაზები და დაბადება-გარდაცვალების ბაზა, ორი ადამიანის სახელი და გვარი ემთხვევა ერთმანეთს, ერთი გახლავთ აცრილი, მეორე გარდაცვლილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებია. როგორც მეუბნებიან, აცრილი გარდაცვლილი არ არის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში მცხოვრები 67 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმუნიზაციიდან ორ დღეში დამძიმდა და გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო:ამირან გამყრელიძე - ის, რომ 67 წლის მამაკაცი აცრიდან 2 დღეში გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება

ვიტალი ბალა - ევროპელებისგან ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ევროპის ტერიტორიაზე დაყადაღებული რუსი ოლიგარქების თანხების უკრაინისთვის გადაცემა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.02.2025
ინვესტორის წარმომადგენლები „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ შეჭრას ცდილობდნენ