ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
პარლამენტთან კარვების გაშლის მცდელობის დროს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა, 5 ადამიანია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე დაპირისპირებისას პოლიციამ 5 პირი დააკავა.

ხუთივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა "საქართველოსთვის" და "სირცხვილია" აქციას მართავს. აქციის მონაწილეები კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიმბოლურად პარლამენტის წინ კარვების დადგმას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის