საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
პარლამენტის ორ კომიტეტში მინისტრებთან დაგეგმილი შეხვედრა დახურულია

პარლამენტის ორ კომიტეტში დაგეგმილი მინისტრებთან შეხვედრა დახურულია. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში მიწვეულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები კი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო გეგმების თაობაზე შეხვდებიან.

ორივე ეს შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

როგორც ამასთან დაკავშირებით აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განმარტება, შეხვედრა მინისტრთან და მის მოადგილეებთან არის სამუშაო და ის იქნება დახურული უფრო მეტი ეფექტიანობისთვის.

„ჩვენ სამოქმედო გეგმის ძირითად მონახაზზე ვმუშაობთ. როგორც სამინისტრო, ასევე კომიტეტი ერთ მიზანს ემსახურება და შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია კოორდინირებული საქმიანობა. დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრთან და მის მოადგილეებთან ერთად იმ გამოწვევების, პრიორიტეტების იდენტიფიცირებას მოვახდენთ, რაზეც 2021 წელს განსაკუთრებულად აქცენტირებულად უნდა ვიმუშაოთ. ასევე ჩვენს პრიორიტეტებში იქნება აგრარულ სფეროში, სოფლის მეურნაობაში განათლების ხარისხის ზრდა, პროფესიონალი კადრების მომზადება და რეგიონების ასეთი კადრებით უზრუნველყოფა, ევროპულ ბაზრებზე გასვლა, იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკის წარმოება, სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივები - მათ შორის ფერმერებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ მიწის კანონის და მიწის რეფორმის აღსრულების მონიტორინგზე, ასევე კოოპერატივების მუშაობის პროცესზე, თუ რა ხარვეზი და ბარიერები არსებობს, რომ ეს პრინციპი ბოლომდე ვერ ამუშავდა. სწორედ ამ საკითხებზე გვექნება მინისტრთან და მის მოადგილეებთან შეხვედრა", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტის ორ კომიტეტში მინისტრებთან დაგეგმილი შეხვედრა დახურულია

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა