„ქართული ოცნება“ „ფეიკ“ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ზაზა ოქუაშვილი ინგლისის სასამართლოში დამარცხდა ბიძინა ივანიშვილთან და თითქოს სასამართლომ ოქუაშვილის მტკიცებულებები ფალსიფიცირებულად მიიჩნია.
სინამდვილეში კი, ლონდონის სასამართლომ 2025 წლის 7 აპრილს მიღებულ განჩინებაში, რომელიც უკავშირდებოდა განსჯადობას (იურისდიქციას), მნიშვნელოვანი დასკვნები გამოიტანა ივანიშვილის შესაძლო უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სარჩელი ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოადგენს სერიოზულ საკითხს, რომელიც ინგლისის სასამართლოს განხილვას ექვემდებარება.
მოსარჩელეთა მიერ დოკუმენტების დამატებითი ჩაბარების შემდეგ, ლონდონის სასამართლოში განახლდება სარჩელის განხილვა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ოქუაშვილის სასამართლო პროცესი ივანიშვილის წინააღმდეგ ლონდონის სასამართლოში გრძელდება.
რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 2774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ21 102-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში ვირუსით ბოლო 24 საათში 22 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ახალ შემთხვევათა და გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც ქვეყანაში დაფიქსირდა.