საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Другие новости на сегодня
გიორგი გახარია - ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 37 მოქალაქეა გადმოყვანილი.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, არ უნდა იყოს სხვაობა იმ ჯანდაცვის სერვისის ხარისხში, რომელსაც მოქალაქეები იღებენ და მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

„დღეის მონაცემებით,ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია მკაფიო და პირდაპირია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ენგურის რომელ მხარეს არის ინფიცირებული ადამიანი, ესენი ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი საზრუნავები არიან. ამ მიზნის მისაღწევად მოხდა რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფად გაშვება ფუნქციონირებაში. არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა სერვისების და მომსახურების სტანდარტში, რომელსაც მოქალაქე მიიღებს, როგორც ცხინვალის რეგიონიდან, ისე ენგურის მეორე მხარიდან. ჩვენ ყველანაირი რესურსის მობილიზებას გავაკეთებთ, რომ სხვაობა ჩვენმა მოქალაქეებმა არ იგრძნონ“,- აღნიშნა გახარიამ „იმედის“ ეთერში.

ვახტანგ ძაბირაძე - სამწუხაროდ, არა ვარ დარწმუნებული, რომ აშშ-ს სენატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებაზე „ქართულ ოცნებას“ ადეკვატური რეაქცია ექნება
რა არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „მენეჯმენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების“ ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის უპირატესობა? - ინტერვიუ პროგრამის ხელმძღვანელთან
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს „რომის სამართლის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა
ყაზბეგში „ვინჩეროს“ ახალი ფილიალი გაიხსნა
სილქნეტი: წლის დასაწყისიდან „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 144 ათასი ლარის მხარდაჭერა გაუწია დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს