This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
მარნეულში, მერიასთან ხალხმრავლობაა. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
ადგილზე იმყოფება მარნეულის მერი, რომელიც მოსახლეობას დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს. ის მოსახლეობას მიმართავს, სახლში დარჩნენ.
„იცით, რომ ვეხმარებით გარკვეულ ოჯახებს. სამწუხაროდ, გარკვეულ ოჯახებში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ყველამ უნდა მიიღოს ეს დახმარება, თუმცა ეს დახმარება არის გარკვეული ჯგუფებისთვის. ჩვენ სიები გვაქვს და მივალთ ყველა ოჯახში, ყველას დავეხმარებით,“ - განაცხადა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა.
იხილეთ ვიდეო: მარნეულის მერი: როგორც იტალიის მერები თავიანთ მოსახლეობას, ისე გთხოვთ, დარჩით სახლში!