საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

(adsbygoogle = window.adsbygoogle || []).push({});
Other news for today
ირაკლი ჩიქოვანი - სამეგრელოში დაწესებული მკაცრი კონტროლი აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული. ასევე მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა, მათ შორის სხვადასხვა ობიექტების ფუნქციონირება და შეკრებები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ასეთი მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში.

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა, მათ შორის სხვადასხვა ობიექტების ფუნქციონირება, შეკრებები და ასე შემდეგ. ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც „კომენდანტის საათის“ შემოღება. არამედ, ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულების გამკაცრებისთვის გატარებული ღონისძიებები. ღონისძიებები, რომელიც მიმართულია იმისთვის, რომ დაცულად იგრძნოს თავი თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ. ასეთი მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში და როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გალის რაიონში გამოცხადებულია ე.წ. კომენდანტის საათი“,-განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 პირია.

ვაჟა ბერიძე - ქართული „დიფ სთეითი“ ამერიკულს უპირისპირდება - დაძაბული პოლიტიკური სეზონი გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.02.2025
ვიტალი ბალა - ევროპელებისგან ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ევროპის ტერიტორიაზე დაყადაღებული რუსი ოლიგარქების თანხების უკრაინისთვის გადაცემა
„ეფეს საქართველოს“ მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში ჯილდო 2 ნომინაციაში გადაეცა
როგორ გავიგოთ გვაწუხებს თუ არა ლაქტოზის აუტანლობა
„გორგია“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ერ-რიადში, Big 5 Construct Saudi-ის  სამშენებლო-სარემონტო გამოფენაზე მონაწილეობა მიიღო