ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
მთავრობა საჯარო და კერძო სექტორს მიმართავს, მაქსიმალურად შეზღუდონ თანამშრომლების სამუშაო ადგილებზე გამოცხადება

მთავრობა საჯარო და კერძო სექტორს მიმართავს, მაქსიმალურად შეზღუდონ თანამშრომლების სამუშაო ადგილებზე გამოცხადება.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, დამსაქმებლებმა თანამშრომლები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიიყვანონ სამუშაო ადგილზე.

„საჯარო სექტორს მიეცა დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა გამოცხადება იქნება აუცილებელი სამუშაო ადგილზე და გადავიდეთ მაქსიმალურად დისტანცირებულ მუშაობაზე და აბსოლუტურად მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთაც მოუწევთ გადაადგილება, რომლებსაც მოუწევთ მისვლა სამსახურში. ანალოგიური რეკომენდაციაა გაცემული კერძო სექტორისათვის, რომ მათ მაქსიმალურად შეზღუდონ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს გამოცხადება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, თითოეულ სამინისტროსა და უწყებას, საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიეცა ინსტრუქცია, რომ დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აქ არ არის საუბარი საგანგებო მდგომარეობაზე, ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ პრევენციისთვისაა მიმართული.

გარდა ამისა, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საქართველო უკვე გადადის გავრცელების ფაზაზე, რის გამოც მოსალოდნელია კორონავირუსით დაინფიცირებულთა ოდენობის ზრდა.

"სამწუხაროდ, ჩვენ უკვე გადავდივართ ვირუსის გავრცელების ფაზაში, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ გაიზრდება ადამიანთა რიცხვი, ვინც არის კორონავირუსით დაინფიცირებული. ჩვენ და ჩვენი სამედიცინო სექტორი მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შეკავება მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსალოდნელია საქართველოში დაავადებული ადამიანების რიცხვის ზრდა. როგორც იცით, უკვე რამდენიმე კვირაა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ღონისძიებები არის საჯაროდ აღიარებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან, რომლებიც ამ სფეროში არიან. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ის ფაქტები, როცა ამ გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებიან ჩვენი თანამოქლაქეები, რაც კიდევ უფრო მეტ საფრთხეს ქმნის, თითოეული მათგანისა და სხვებისთვის. აუცილებელია, დავექვემდებაროთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არის გამოქვეყნებული და აუცილებელი თითოეული ჩვენგანისთვის. დავიცვათ მაქსიმალური სოციალური დისტანცირება, დავრჩეთ სახლში, რათა ყველამ ერთად მოვერიოთ კორონავირუსს. მინდა გითხრათ, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. თითოეულ სამინისტროს საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით მიეცა ინსტრუქცია, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. თუმცა, აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე და ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა, ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ პრევენციისთვისაა მიმართული," - განაცხადა ჩიქოვანმა.

იხილეთ ვიდეო: მთავრობა საჯარო და კერძო სექტორს მიმართავს, მაქსიმალურად შეზღუდონ თანამშრომლების სამუშაო ადგილებზე გამოცხადება

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის