საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
თენგიზ ცერცვაძე - ერთ-ერთი პირი, რომელსაც კორონავირუსი ახლახანს დაუდასტურდა, ვარაუდობს, რომ ფულით დაინფიცირდა, რადგან მას კონტაქტი ჰქონდა პაციენტ ნომერ ხუთთან

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელსაც კორონავირუსი ახლახანს დაუდასტურდა, ვარაუდობს, რომ ფულით დაინფიცირდა, რადგან მას კონტაქტი ჰქონდა პაციენტ ნომერ ხუთთან.

მისი თქმით, აღნიშნული პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა პასუხი ახლა გახდა ცნობილი.

„ბოლო ერთ საათში დრამატულად შეიცვალა სიტუაცია. 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად არის 23 შემთხვევა.

ერთი, ჩვენ საავადმყოფოში წევს, მაგრამ მისი პასუხი არ ვიცოდით. ის არის პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში იმ იტალიიდან ჩამოსულ პიროვნებასთან, ვისგანაც კიდევ სამი დაინფიცირდა - პაციენტი ნომერი ხუთისგან, ვინც ნომერ ოთხთან ერთად იყო იტალიაში. (ორი ოჯახი იყო იტალიაში და ამ ორი ოჯახიდან ერთ-ერთის წარმომადგენელი) ის ასრულებდა თავის მოვალეობას, რაღაც სამუშაო შეასრულა და როგორც ამბობს, ფული აიღო რაღაც საქმეში და ვარაუდობს, რომ ამ ფულით შეიძლება გადაედო“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, შესაბამისად, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში 23-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება