This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 150 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2 592-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უშუალოდ ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 409 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 77 150-ს მიაღწია.
რაც შეეხებება გლობალურ სტატისტიკას, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 2 619 ადამიანია დაღუპული, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 79 356-ს აღწევს.