“ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო
ქვეყანაში რუსული პროპაგანდა მნიშვნელოვან გავლენას იძენს და ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კრემლი საქართველოს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის
“ნაციონალური მოძრაობა“ არ ემიჯნება არცერთ ფორმატს, რომელიც მიზნად ისახავს, ერთობლივ ოპოზიციურ მუშაობას
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7632 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,
რუსეთის ფედერაციასთან ომის, ან მისი მხრიდან ბალტიის ქვეყნების პოტენციური ოკუპაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა რუსეთის შეკავება,
აურაცხელი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა
„პარტია „ახალი“ ყოველთვის მისცემს შანსს კოორდინაციას და ერთიან ქმედებებს საქართველოს ინტერესებში,
პროკურორმა ბრალი წამიყენა, ხვალ ალბათ, გვეცოდინება სასამართლოზე, რას მოიცავს ეს ბრალეულობა.
ვადასტურებ, რომ 28 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური არხებით ამერიკული მხარისგან მიიღო ე.წ. მინერალური რესურსების
ის კოორდინაცია, რომელიც თავისი წესებით გუშინ გამოცხადდა, დღეს შედგა - გუშინდელი პროტესტი
პროკურატურამ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი,
სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, 2024 გაზაფხულსა და ზამთარში, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა,
სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
პარლამენტმა, პლენარული სხდომის ფორმატში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები,
კანონის პროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს, პარლამენტმა მესამე - საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.
პარლამენტმა, მესამე მოსმენით, ე.წ. FARA-ს კანონის პროექტი დაამტკიცა. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროექტი 86 ხმით მიიღეს.
ელენე ხოშტარია არავის არაფერში არ სჭირდება - წამება მათი ხელწერა იყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ისინი აწამებდნენ,
„ბრიტანულ-ქართული აკადემიისა“ და „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ დამფუძნებლები
თანამედროვე სამყაროში სტუდენტები სულ უფრო ხშირად იყენებენ შესაძლებლობას, ცოდნა არა რომელიმე ერთ კამპუსში,
სილქნეტი, სააღდგომო აქციის ფარგლებში, ექსკლუზიურ პირობებს თავაზობს. 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ახალი SIM ან eSIM-ის შეძენის შემთხვევაში,
უძრავი ქონების სექტორის დღევანდელი გამოწვევა თბილისის ურბანული რეალობის გაუმჯობესებაა. სამომავლო განაშენიანების გეგმა
This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის პროექტის ჩაშლის შესახებ ეხმაურება. მისი თქმით, ღრმაწყლოვანი პროექტის განხორციელება თავიდანვე კორუფციული სქემით ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ დაიწყო და ახლა ივანიშვილმა „წარმატებით“ გააგრძელა.
„მიგვაჩნია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი აუცილებლად სჭირდება საქართველოს. დღესდღეობით, ჩვენი ქვეყანა, პრაქტიკულად, ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად იზრდება აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთების რაოდენობა, ეს არანაირად არ აისახება ფოთისა და ბათუმის პორტების ტვირთბრუნვაზე. ამისი მიზეზი სპეციალისტების მიერ ჯერ კიდევ ათეულობით წლების წინ არის დადგენილი: აუცილებელია და საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, რომელსაც ექნება საზღვაო ტვირთების მომსახურების უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიდრე ბათუმისა და ფოთის პორტებს გააჩნიათ.
ხელისუფლებამ პროექტის განხორციელება თავიდანვე კორუფციული სქემით დაიწყო, როდესაც ის წაართვა კანონიერ მესაკუთრეს - თემურ ქარჩავას. აღსანიშნავია, რომ რეკეტი დაიწყო ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ და „წარმატებით“ გააგრძელა ივანიშვილმა“, - განაცხადა კახა კუკავამ.
მისივე თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ბევრად უფრო დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, ვიდრე ივანიშვილისა და სააკაშვილის ვიწრო პოლიტიკური ინტერესები.
„კორუფციის მეორე ეტაპი იყო საერთაშორისო კონკურსი, რომელიც სრულიად არაგამჭვირვალე რეჟიმში წარიმართა. მთავრობამ პორტის მშენებლობაზე უარი უთხრა ჩინელ ინვესტორს, რომელსაც გააჩნდა, როგორც პროფილური გამოცდილება, ასევე მრავალმილიარდიანი ფინანსური გარანტიები და კონკურსში გამარჯვებულად გამოაცხადა კონსორციუმი. როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, კომპანიას არ აღმოაჩნდა საკმარისი რესურსი პროექტის განხორციელებისთვის.
ყოველივე ამან გამოიწვია, ერთი მხრივ, პროექტის დისკრედიტაცია, ასევე, უზარმაზარი ეკოლოგიური ზიანის, რაც ანაკლიის სანაპიროზე სრულიად აშკარაა (ამასთან დაკავშირებით „თავისუფალი საქართველო“ სპეციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს).
მიგვაჩნია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ბევრად უფრო დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, ვიდრე ივანიშვილისა და სააკაშვილის ვიწრო პოლიტიკური ინტერესები. ამიტომაც აუცილებელია, გამოცხადდეს საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ჩატარდება გამჭვირვალედ და გამარჯვებულად გამოცხადდება, არა ივანიშვილის ან სააკაშვილის წრეებთან დაახლოვებული ჯგუფი, არამედ მსხვილი საერთაშორისო კომპანია, რომელიც რეალურად შეძლებს მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროექტში“, - განაცხადა კახა კუკავამ, რომლის კომენტარსაც „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს .