საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
პარლამენტის სხდომაზე გაურკვეველი ნივთიერების გაშვების საქმეზე დეპუტატები კობა ლურსმანაშვილი და ენძელა მაჭავარიანი გამოიკითხნენ

პარლამენტის სხდომაზე გაურკვეველი ნივთიერების გაშვების საქმეზე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დეპუტატები კობა ლურსმანაშვილი და ენძელა მაჭავარიანი გამოიკითხნენ. როგორც დეპუტატებმა გამოკითხვის დასრულების შემდგეგ განაცხადეს, როგორც დაზარალებულებმა გამოძიებას მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდეს.

კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, როგორც დეპუტატმა განმარტა, მას არ დაუნახავს უშუალოდ ვინ მოასხა სხდომათა დარბაზში სითხე, რომელმაც რამდენიმე ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა.

„მე პირადად არ ვარ მოწმე, თუ ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, თუმცა როგორც ვიცი, აღიარება გააკეთა და პასუხისმგებლობა აიღო ორგანიზაცია „სირცხვილიამ“. მიმაჩნია, რომ „სირცხვილიაც“ და მის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური ორგანიზაციებიც არიან საქართველოს სირცხვილი, რადგან ყველაფერზე მიდიან. მათი ხელწერა არ იცვლება“, – აღნიშნა დეპუტატმა გამოკითხვის დასრულების შემდგომ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება