საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
დეპუტატები - ენძელა მაჭავარიანი და სვეტლანა კუდბა თავს კარგად გრძნობენ და პლენარულ სხდომაზე დაბრუნდნენ

"ქართული ოცნების" დეპუტატები ენძელა მაჭავარიანი და სვეტლანა კუდბა თავს უკეთ გრძნობენ. მათ კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.

ორივე დეპუტატი ამჟამად სასესიო დარბაზში იმყოფება.

"უკეთესად ვარ, ყელი მტკივა მარტო, ჩამწვარივით მაქვს. საერთოდ, ქრონიკული ენდოტრაქიალური ალერგია მაქვს და ალბათ, ამით იყო ეს გამოწვეული. აღმომიჩინეს სამედიცინო დახმარება და გადაყვანაზე უარი განვაცხადე.

რადგან ალერგიული ვარ, იმ წუთში გავვარდი გარეთ, მეგონა გადავრჩი, მაგრამ 5 წუთში დამეწყო სიმპტომები. ხშირად მემართება ხოლმე ასე, მაქვს გამოცდილება,"- განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან, სხდომათა დარბაზში შესვლამდე.

პარლამენტის სხდომა რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს