საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

03.03.2025 / 09:24
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გია ვოლსკი - საშიშია ცრუ ინფორმაცია, რომელიც ჩვენგან უცხოელებს მიეწოდება

„კრიზისი ნამდვილად არის პარტიათაშორის ურთიერთობაში, ეს კრიზისი ჩვენ არ გამოგვიწვევია და რომ არა ეს კრიზისი, ჩვენ ახლა არ გვექნებოდა სათუო საკითხი არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით“, - ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უფრო აზიანებს ქვეყანას, ვიდრე „ფეიკ ნიუსები“ რომელსაც რუსეთი ავრცელებს.

“დესტრუქცია, რომელიც მივიღეთ 24 ივნისის ჩვენი განცხადების საპასუხოდ არის ის, რაც ქვეყანას დაანგრევს და ძირს გამოუთხრის მის სტაბილურობას, სტაბილურობა საჭიროა ისეთი საგანგებო თემებისთვის, როგორიც არის სატრანზიტო გზები და ენერგორესურსების მოძრაობა კასპიის რეგიონიდან ევროპის რეგიონში, საგანგებო თემაა ჩვენი უსაფრთხოებისათვის და სტაბილურობისათვის და ამას გარედან ემატება დიდი, უშველებელი დოზით დეზინფორმაცია „ ფეიკ ინფორმეიშენს“ რასაც თვითონ გაჰყვირიან. რუსების რომელი „ფეიკ“ ინფორმაცია დაგვაზიანებს?! რა, არ ვიცით, რომ ოკუპირებული აქვთ ტერიტორია და ხალხს იტაცებენ, თუნდაც გაფრინდაშვილის მაგალითი ავიღოთ?! საშიში არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენგან უცხოელებს მიეწოდებათ. 85 პოლიტპატიმარი ყოფილა თურმე, არადა 20 ივნისს დაკავებული 19 პირიდან მხოლოდ 4-ს აქვს წინასწარი პატიმრობა და მხოლოდ ერთს აქვს მისჯილი, რომელიც დაკავშირებული იყო ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების თემასთან. არასწორი ინფორმაციებია, რომლებიც ვრცელდება თუნდაც ჩვენზე, დეპუტატებზე, ვითარებაზე... კრიზისიაო ქვეყანაში, კრიზისი ნამდვილად არის პარტიათაშორის ურთიერთობაში, ეს კრიზისი ჩვენ არ გამოგვიწვევია და რომ არა ეს კრიზისი, ჩვენ ახლა არ გვექნებოდა სათუო საკითხი არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით, კრიზისი შეიქმნა უტიფარი განცხადებებით და არა მხოლოდ ხეპრული გამოსვლებით, არამედ მოქმედებებითაც”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - აგრესიის მსხვერპლის დაჩაგვრის ხარჯზე მიღწეული „მშვიდობა“ ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს ვერც უკრაინას და ვერც ევროპას, მეტიც, მომავალში უარესი გამწვავების და მსხვერპლის საფრთხეს შეიცავს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2025
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მენეჯმენტის ცვლილება კურსდამთავრებულებმა გააპროტესტეს
ბრიტანულ-ქართული აკადემიის ინვესტორს სკოლისადმი უსამართლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ
ბრიტანულ-ქართულ აკადემიის კურსდამთავრებულები დირექტორის თანამდებობაზე აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორის ნათია ჯანაშიას დაბრუნებას მოითხოვენ
SMH Sports-ი ცენტრალურ აზიაში სპორტის ინდუსტრიაში საქმიანობას აფართოებს
რა არის გამოსავალი ლაქტოზის აუტანლობის დროს
ლიმო სერვისი – დაგეგმე პრემიუმ მგზავრობა კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით რამდენიმე წუთში
Samsung-ის საგაზაფხულო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე სიყვარულით შერჩეული ჭკვიანი ტექნიკა
„იმპექსი“ გაზაფხულის დადგომას სადღესასწაულო კამპანიით, საჩუქრებითა და ფასდაკლებებით გილოცავთ
ბრიტანულ-ქართული აკადემიის კურსდამთავრებულები განცხადებას ავრცელებენ