This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა დავიცვათ, ამავდროულად, არ ვუჭერ მხარს ასეთი ფილმებით გარკვეული ცხოვრების წესის პროპაგანდას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების შესაძლო ჩაშლას. ამასთან, უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ მისი განწყობა არაფერ შუაშია, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს წესრიგი და ანტიდისკრიმინაციული კანონის დაცვა.
„ყველაზე სწორი პასუხი ამ შემთხვევაში არის კანონის მიხედვით მოქმედება. ჩემი განწყობა არის ის, რომ მკაცრად უნდა დავიცვათ ანტიდისკრიმინაციული კანონი, ამავდროულად მე არანაირად არ ვუჭერ მხარს ასეთი ფილმებით გარკვეული ცხოვრების წესის პროპაგანდას. არსებობს დამკვიდრებული, ტრადიციული ურთიერთობები საზოგადოებაში და ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. ახლახან ავსტრიაში იყო ეგეთივე შემთხვევა, როდესაც ავსტრიის ხელისუფლებამ შესაბამისად იმოქმედა და მე არა მგონია, რომ ამას აგრესია უნდა მოჰყვეს. არსებობს საზოგადოების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც განსხვავებული აზრი გააჩნია. ჩვენ თუ ერთ მხარეს ვუჭერთ მხარს, მეორე მხარესაც საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ის ბალანსი, როდესაც სტაბილურობას არ დაემუქრება საფრთხე. ამ შემთხვევაში ჩემი პირადი განწყობები, რომელზეც მოგახსენეთ, არაფერ შუაშია. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს წესრიგი“, - განაცხადა ვოლსკიმ.