This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
ჯარის თემა უნდა შევიდეს ყველა ოჯახში. ამ საკითხის პოპულარიზაცია ბაღიდან, სკოლებიდან უნდა დავიწყოთ. სამინისტრომ სახელმძღვანელოები შეიმუშავა და ძალიან მალე მის პრეზენტაციას მოვახდენთ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის განმატებით, მისი მთავარი საზრუნავი ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების ამოწევა და გაღვივება იქნება.
„მიმაჩნია, რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საყრდენი, ასე ვთქვათ, ფუნდამენტი, ჯარის სიძლიერეზე უნდა იყოს დაფუძნებული. მოდი ვაღიაროთ ყველამ ერთად, ბოლო წლების განმავლობაში კი არის მცდელობა ჯარის პატივისცემის, სიამაყის განცდა ყველა მოქალაქეს გვაქვს, მაგრამ ამ საკითხს რატომღაც, სათანადო ყურადღება არ ეთმობა. ჩვენ უნდა შევიდეთ ყველა ოჯახში. ჯარის თემა უნდა შევიდეს ყველა ოჯახში. მიმაჩნია, რომ ამ საკითხის პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ჩვენ ბაღიდან, სკოლებიდან, სკოლებში უნდა შევიდეთ. ვიცი, რომ სახელმძღვანელოები შეიმუშავა სამინისტრომ და ძალიან მალე იქნება დასრულებული და ამის პრეზენტაციას მოვახდენთ. მაქსიმალური გააქტიურება მოვახდინოთ, ჩვენ უნდა შევძლოთ ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების ამოწევა და ამის გაღვივება. ეს იქნება მთელი ჩემი საზრუნავი და რა თქმა უნდა, მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.