საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა არ წავა „მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად“
-170 წუთის წინ
02.05.2025 / 18:07

უკრაინა არ წავა „მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად“, ერთ-ერთი წითელი ხაზი ნატო-ში მისწრაფებაა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო

123456789101112131415161718192021
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ლევან ხაბეიშვილი
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:01
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გია ხუხაშვილი - ყველაზე მეტად იმის  მეშინია,  რომ არც ანაკლიის პორტის  პროექტი  განხორციელდება და არც ფოთის პორტში  გაკეთდება რამე

ეს არის კონკურენტული ბრძოლა არც თუ ისე ჯანსაღი მეთოდებით და ამაში, რაც მთავარია, გარეულია პოლიტიკა - ეს კი საბოლოო ჯამში ზიანის გარდა სახელმწიფოსთვის არაფრის მომტანია, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ა ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორებთან ურთიერთობაში ხელს შეუშლის, თუმცა, თავის მხრივ, ანაკლიის პორტის მშენებლობაც ფოთის პორტს ტვირთების გარეშე დატოვებს.

„ანაკლის პორტის პროექტი არის ფინანსური პაკეტის შექმნის ფაზაში, რასაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთები, ბუნებრივია როდესაც ასეთი ალტერნატიული პროექტი ცხადდება, ეს ასუსტებს კონსორციუმის შესაძლებლობებს, ინვესტორების მოზიდვასთან დაკავშირებით და მის შანსებს. მეორე მხრივ წმინდა ფორმალური გაგებით, რა უნდა იყოს სადაო?! ეს ფოთის პორტის გადასაწყვეტია, მათ უნდათ ასეთი პორტის აშენება - პრინციპში ეს მათი კანონიერი უფლებაა. ხელისუფლებაც პრინციპში ვერც აუკრძალავდა ფოთის პორტს ან რა ფორმალური საფუძვლით უნდა აეკრძალა?! ასე რომ, აქ პრეტენზიების წაყენება ძალიან საფრთხილოა ვინმესთან“, - განაცხადა ხუხაშვილმა და იქვე გამოთქვა ვარაუდი რომ შესაძლოა, საბოლოოდ ორი პორტიდან არც ერთი არ აშენდეს.

„მე ყველაზე მეტად მეშინია იმის, რომ არც ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდება და არც ფოთის პორტშიც გაკეთდება რამე - რისი თეორიული შანსებიც არსებობს. ფოთის პორტის ეს განაცხადი რეალისტურია, თუ გათვლილია იმაზე, რომ არ შედგეს ანაკლია, ამას მოვლენების შემდგომი განვითარება აჩვენებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე ესაჭიროება თუ არა ქვეყანას ორი ღრმაწყლოვანი პორტი ექსპერტი ამბობს, რომ „ეს ავანტურისტული თამაში საერთოდ არ უნდა წამოწყებულიყო“.

„ტვირთების მხრივ არსებული ინფრასტრუქტურა უკვე საკმარისია. ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი არა ტვირთბრუნვითაა განპორობებული, არამედ ლოჯისტიკური ცენტრის განვითარებით, შესაბამისი ინდუსტრიული პოტენციალის განვითარებით, გლობალური უსაფრთხოების სისტემაში რაღაც თანამონაწილეობით. უფრო სხვა თემებია წინა პლანზე, ვიდრე თვითონ ტვირთბრუნა საკუთრივ პორტში. ფოთის პორტზეც შემიძლია ვთქვა რომ არანაირი საჭიროება არ ჰქონდა განვითარების, უბრალოდ ანაკლიის პორტის მშენებლობა კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა ფოთის პორტისთვის, ის დაკარგავდა ტვირთებს და შეგვეძლო შეგვება ბანტი... პრობლემა კი უფრო ღრმა იქნებოდა, რადგან ფოთის პორტზეა მიბმული მთლიანად ქალაქი ფოთი. ასე რომ რთული საკითხია ცალსახად იმის გარკვევა, ვინ მართალია და ვინ მტყუანი. სჯობდა, ეს საკმაოდ ავანტიურიტული თამაში საერთოდ არ წამოწყებულიყო ქვეყანაში“- დასძინა ხუხაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ახლა მთავარია პოლიტიკური პროცესის რეანიმირება, პარტიების აკრძალვა შედეგს არ მოიტანს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ უფრო მეტი მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, ვიდრე ხელისუფლებამ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.05.2025
ტაბახმელას ფერდი - ახალი მიზიდულობის ცენტრი
„თეთრმა კვადრატმა“ „პროკრედიტ ბანკთან“ და OTIS-ის ოფიციალურ პარტნიორ „მეპერსთან“ მინდელის პროექტზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა