საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

1234567891011121314151617181920212223
123456
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
გიგი წერეთელი
„ევროპული საქართველოს“თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
თინათინ ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:01
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
1-ელი აპრილიდან 17 მაისამდე, თბილისში 44 გველი დაიჭირეს

1-ელი აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში, თბილისში 44 ქვეწარმავალი დაიჭირეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგმა, შოთა ზანდუკელმა განუცხადა, 15 მაისიდან თბილისში გამოძახებები გააქტიურებულია, თუმცა, მისივე ინფორმაციით, შარშანდელ პერიოდთან შედარებით სტატისტიკური მონაცემები რადიკალურად განსხვავებულია.

„წლევანდელი წელი შარშანდელთან შედარებით განსხვავებულად დაიწყო. ქვეწარმავლის გამოღვიძებას და გააქტიურებას, ბუნებრივი ციკლის სწორად წარმართვას შესაფერისი ამინდი სჭირდება, რაც გამოიხატება მზიანი დღეების სიმრავლით და წვიმიანი ამინდების სიმცირით. შარშან აპრილის თვე შედარებით თბილი იყო, წელს ციოდა, რის გამოც, ქვეწარმავალმა გვიან გაიღვიძა. თუმცა, ახლა უკვე სიტუაცია ნელ-ნელა ბალანსდება. 15 მაისიდან გამოძახებები გააქტიურდა, რაც ქვეწარმავლების რაოდენობის ზრდით გამოიხატა. რაც შეეხება სტატისტიკას, შარშან აპრილში 15 ქვეწარმავალი დავიჭირეთ, წელს - 16. თუმცა, რადიკალური სხვაობაა მაისში, როცა ყველაზე აქტიური პერიოდი უნდა იყოს. 2018 წელს მაისში 140 ქვეწარმავალი დავიჭირეთ, წელს, 17 მაისის მდგომარეობით, მხოლოდ - 28, როცა ამ დროისთვის მინიმუმ 70-80 უნდა ყოფილიყო დაჭერილი. თბილისის თითქმის ყველა უბნიდან თანაბრად არის შემოსული შეტყობინებები, რადიკალურად განსხვავებული წერტილები არ არის. შესაძლებელია 5-6 გამოძახებით მეტი იყოს გარეუბნებში, რომელიც ბუნებრივ არეალთან ახლოს არის, თუმცა, მკვეთრი განსხვავება უბნებს შორის ნამდვილად არ არის“, - განაცხადა ზანდუკელმა.

რაც შეეხება შხამიან ქვეწარმავლებს, როგორც ზანდუკელი ამბობს, შხამიანი ქვეწარმავლის მოხვედრის ალბათობა არა მხოლოდ თბილისში, ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელშია.

„თბილისს რაც შეეხება, ეს შემთხვევითობის თემაა. ძირითადად მექანიკური შემოყვანა ხდება, როდესაც ქვეწარმავალი მანქანაში ძვრება და შემდეგ ჩამოდის, ან სამშენებლო მასალების შემოტანისას ამ მასალას მოყვება. საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით, 26 სახეობის ქვეწარმავალი ბინადრობს, რომელთაგან ყველაზე შხამიანი გიურზაა. ამ 26 სახეობიდან თბილისის ირგვლივ, დაახლოებით, 15 სახეობის ქვეწარმავალს ვხვდებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სახეობა დედქალაქში ბინადრობს. ისინი ქალაქის ირგვლივ ბუნებრივ არეალში ბინადრობენ, თუმცა, მათი ქალაქში მოხვედრის ალბათობა დიდია. გიურზა თბილისში ძალიან იშვიათად ყოფილა, თუმცა, შარშან ერთი დავიჭირეთ თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში. რაც შეეხება დაკბენის შემთხვევებს, წელს არც თბილისში და არც საქართველოში დაკბენის ფაქტი არ დაფიქსირებულა. შარშან იყო ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, მამაკაცის დაკბენის ფაქტი, როდესაც გიურზამ უკბინა“, - განაცხადა ზანდუკელმა.

მისივე თქმით, დედაქალაქში ნაპოვნ ქვეწარმავლებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები ისევ ბუნებაში უშვებენ.

„როდესაც მოვახდენთ რეაგირებას, დავიჭერთ ქვეწარმავალს, ყოველი დღის ბოლოს, ვაბრუნებთ ბუნებაში, ქალაქგარეთ, დაუსახლებელ ტერიტორიებზე სახეობების მიხედვით, თუ რომელი სახეობა სად ბინადრობს. აქამდე დაჭერილი ყველა ქვეწარმავალი ბუნებას დაუბრუნდა“, - განაცხადა ზანდუკელმა.

იმისთვის, რომ ქვეწარმავალი დასახლებულ ტერიტორიაზე არ გაჩერდეს, ჰერპეტოლოგი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ დააბინძურონ გარემო და არ დაყარონ სამშენებლო მასალები.

„დაბინძურებული გარემოში ჩნდებიან მღრღნელები, რაც თავისთავად იზიდავს ქვეწარმავლებს“, - აღნიშნავს ზანდუკელი.

ამასთან, შოთა ზანდუკელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიმართავს, რომ მონიტორინგი გაუწიონ ეროვნულ პარკებში არსებულ სიტუაციას, რადგან გველების დახოცვის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

„ძალიან დიდი პრობლემაა ქვეწარმავლების დახოცვასთან დაკავშირებით. რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების მიერ მოხდა კავკასიური გველგესლას დახოცვა. ეს არის ქვეწარმავლის უნიკალური სახეობა, რომელიც საქართველოსა და მსოფლიოს წითელ წიგნშია შესული. იქნებ მოახდინონ რეაგირება, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს. მტირალას ეროვნული პარკიდან მომაწოდეს უცხოელებმა ინფორმაცია, რომ კონკრეტულად კავკასიური გველგესლას სახეობის გადაღების პროცესი მიმდინარეობდა, რა დროსაც ნახეს უამრავი მოკლული ქვეწარმავალი. ასეთი ბევრი ფაქტი მაქვს. მოსახლეობას მოვუწოდებ, ქვეწარმავლის დანახვისთანავე დაუკავშირდნენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერზე 421 424 ან 577 95 87 77“, - განაცხადა ზანდუკელმა.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
კახა ოქრიაშვილი - თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არც არასდროს დასრულდება!
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ