საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეიძის შთამომავლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის შთამომავლებს - მირიან და ელენე მელუებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, მირიან და ელენე მელუებმა პარლამენტის თავმჯდომარეს სამახსოვროდ ნიკოლოზ ჩხეიძის დიპლომატიური პასპორტი გადასცეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის დიპლომატიური პასპორტი პარლამენტის სასახლეში გამოიფინება. „ჩვენ შევხვდით საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის კარლო ჩხეიძის ოჯახის წევრებს. ძალიან ამაღელვებელი იყო ეს შეხვედრა. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ის ღვაწლი, რომელიც კარლო ჩხეიძეს მიუძღვის ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინაშე, საქართველოს წინაშე და მადლობა უნდა გადავუხადოთ მათ მისი დიპლომატიური პასპორტის გადმოცემისთვის. ეს არის ჩვენთვის ნამდვილად საგანძური, რომელიც გამოიფინება საქართველოს პარლამენტში და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ეს დოკუმენტი იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მირიან მელუას თქმით, დიპლომატიური პასპორტი, რომელიც ნიკოლოზ ჩხეიძის ოჯახში ინახებოდა, საქართველოს ეკუთვნის.

„ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი და საპატიო მომენტი, ემოციური წუთები იყო, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კარლო ჩხეიძის დიპლომატიური პასპორტი გადავეცით. მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც ოჯახში ინახებოდა, ეკუთვნის საქართველოს. ეს გახლავთ ის დიპლომატიური პასპორტი, რომლითაც კარლო ჩხეიძე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდა და ცდილობდა, საქართველოს აღიარებისთვის მიეღწია და საქართველოს სახელი რაც შეიძლება შორს გაეტანა“, - აღნიშნა მირიან მელუამ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად პერ-ლაშეზის სასაფლაოზე ნიკოლოზ ჩხეიძის საფლავი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ხსოვნას პატივს მიაგო.

„სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს. მოვალეობის შესრულებას კარლო ჩხეიძე 1920 წლის მიწურულს, პარიზის საზავო კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ შეუდგა.

1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მიერ განხორციელებულმა საქართველოს ანექსიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და მასთან ერთად, კარლო ჩხეიძეც იძულებული გახადა საზღვარგარეთ ემიგრაციაში გადახვეწილიყო. მან მოღვაწეობა პოლიტიკურ ემიგრაციაშიც აქტიურად გააგრძელა. ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე 1926 წელს ლევილში გარდაიცვალა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა