საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ვოლოდიმირ ზელენსკი - 4 აპრილს გაიმართება რამდენიმე ქვეყნის სამხედრო გუნდების შეხვედრა - ვინც მზად არის, კონტინგენტი განალაგოს
49 წუთის წინ
01.04.2025 / 23:07

"მსურველთა კოალიციის” ქვეყნების სამხედროების შეხვედრა 4 აპრილ გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანალენა ბერბოკთან შეხვედრის დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

1234567891011121314151617181920212223
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
31.03.2025 / 09:18
პროფილი
ელენე ხოშტარია
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:02
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით აიღეს სესხი დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

„საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო სს „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ასევე აქციონერებისა და ადმინისტრატორების ფინანსური აქტივობების შესწავლა. აქტივობების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ კონკრეტული აქტივობები შეიცავდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ანუ ფულის გათეთრების ნიშნებს. აღნიშნულზე რეაგირების მიზნით, მასალები გადაგზავნილია როგორც ეროვნულ ბანკში, ასევე გამოგზავნილ იქნა საქართველოს პროკურატურაში. ამის საფუძველზე 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით. გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით აიღეს სესხი დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. სესხის თანხის გადახდის გარეშე, 2008 წლის ბოლოს, სესხი გადატანილი იქნა გარე საბალანსო ანგარიშზე ანუ ჩამოიწერა, ხოლო შემდგომში, 2012 წლის დაახლოებით აგვისტოში, ისე რომ, აღნიშნული კომპანიების მიერ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა, ჩანაცვლებული იქნა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ. მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მისი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“, - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, გამოძიების მიერ დაიკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი თითქმის ყველა პირი.

„ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების სრულყოფის მიზნით, მიზანშეწონილად ჩაითვალა გარკვეული დოკუმენტაციის გამოთხოვა „თიბისი ბანკიდან“, რის გამოც 2019 წლის 4 იანვარს მივმართეთ საქალაქო სასამართლოს განჩინების მოპოვების მიზნით. ეს განჩინება ჩაბარდა ბანკს“, - განმარტავენ საგამოძიებო უწყებაში.

იხილეთ ვიდეო: გენერალური პროკურატურა - "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს

ნიკოლოზ ვაშაკიძე - საქართველოში ბელარუსის მოდელი გათამაშდა, ე.წ. ოპოზიციური „ოთხეული“  შეცდომას შეცდომაზე უშვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.03.2025
კახა ოქრიაშვილი - სამუშაო პროცესშია ერთადერთი გეგმა
დომუსი ავლაბარი - ახალი პროექტი ქალაქის ისტორიულ ცენტრში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაცია ევროპის ერთ-ერთ უძველეს კოიმბრას უნივერსიტეტში და Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის
Mastercard-მა და AI Hub-მა, Tech განათლების გასაძლიერებლად, სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს