საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

აშშ-ს საელჩოს ცნობით, თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღეს
-207 წუთის წინ
07.05.2025 / 19:20

აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ამის შესახებ განცხადებას

12345678910111213141516171819202122
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ლაშა ხუციშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დავით ასათიანი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ლადო პაპავა „360 გრადუსის“ წამყვანს - თამბაქოს აქციზის საკითხზე თქვენ და თქვენმა ტელევიზიამ გაიმარჯვეთ, ეს თქვენი დამსახურებაა და არა მთავრობის

ექსპერტი ლადო პაპავა გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ იმ მასალას ეხმაურება, რომელშიც გაშიფრული იყო სქემა, როგორ ასაღებდა თამბაქოს ბიზნესი ფილტრიან სიგარეტს უფილტროდ და სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში ათეულობით მილიონი ლარის გადასახადს უმალავდა. ამ სტატიის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთის გათანაბრება და აღნიშნული საკანონმდებლო ხვრელის აღმოფხვრა.

როგორც პაპავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ამ საკითხზე მუშაობის დაწყება „პალიტრა მედიის“ დამსახურებაა და არა ხელისუფლების.

„ეს თქვენი თემაა. გილოცავთ! თქვენ გაიმარჯვეთ! შესანიშნავია, რაც თქვენ გააკეთეთ. ბიზნესმენებმა შექმნეს „ინოვაციური“ პროდუქტი, მაგრამ ეს ის ინოვაციაა, რომელიც საზიანოა ქვეყნისთვის. ისიც ინოვაციაა, მოიფიქრო ისეთი რამ, რითაც გვერდი შეგიძლია აუარო კანონს. პირადად თქვენ და თქვენმა ტელევიზიამ გაიმარჯვეთ ამ საქმეში, ეს თქვენი დამსახურებაა და არა მთავრობის. გონიერია მთავრობა, როდესაც მედიას უგდებს ყურს და პირადად თქვენ დაგიგდოთ ყური და ძალიან კარგი. გილოცავთ და ბევრი ასეთი წარმატებული ნაბიჯი გადაგედგათ“, - განაცხადა პაპავამ.

საუბარია „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე, სადაც გაშიფრული იყო სქემა, რომლითაც თამბაქოს ბიზნესი ფილტრიან სიგარეტს უფილტროდ ასაღებდა და სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში ათეულობით მილიონი ლარის გადასახადს უმალავდა. კონკრეტულად კი ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტს საჩუქრად მოჰყვებოდა 20 ცალი ფილტრი, რომელიც ხელის მარტივი მოძრაობით უფილტრო სიგარეტს ფილტრიანად გადააქცევდა. ამ გზით თამბაქოს ინდუსტრია თავს არიდებდა ფილტრიანი სიგარეტისთვის განკუთვნილი აქციზის გადასახადის 1,70 ლარი) გადახდას და უფილტრო სიგარეტის აქციზის განაკვეთით (0,60 ლარი) იბეგრებოდა.

საგადასახადო კოდექსში“შესული ცვლილებებით 1-ელი იანვრიდან ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1.7 ლარი შეადგინა. ამ ერთგვარი საკანონმდებლო ხვრელის აღმოფხვრით, ბიუჯეტი წელიწადში დამატებით დაახლოებით 50 მილოინი ლარის ოდენობის შემოსავლის მიღებას შეძლებს.

იხილეთ "კვირის პალიტრის" სტატია:

იხილეთ ვიდეო: "ინოვაციაა, როდესაც შეგიძლია მოიფიქრო როგორ აუარო კანონს გვერდი, ამიტომ პრაქტიკულად პირადად თქვენ და თქვენმა ტელევიზიამ გაიმარჯვეთ ამ საქმეში"

ვახტანგ ძაბირაძე - სამწუხაროდ, არა ვარ დარწმუნებული, რომ აშშ-ს სენატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებაზე „ქართულ ოცნებას“ ადეკვატური რეაქცია ექნება
რა არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „მენეჯმენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების“ ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის უპირატესობა? - ინტერვიუ პროგრამის ხელმძღვანელთან
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს „რომის სამართლის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა
ყაზბეგში „ვინჩეროს“ ახალი ფილიალი გაიხსნა
სილქნეტი: წლის დასაწყისიდან „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 144 ათასი ლარის მხარდაჭერა გაუწია დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს