საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე სცენის მონტაჟი მიმდინარეობს

არჩეული რიგით მე- 5 პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის, ერეკლე მეფის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

დილიდან სახლ-მუზეუმის ეზოში ტრიბუნის მონტაჟი და სასახლის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

როგორც ერეკლე მეფის სახლ-მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ინაუგურაციის ღონისძიებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს და სამუშაოები 16 დეკემბრამდე თავისუფლად მოესწრება.

„ახლა ეზოში და მწვანე კოინდარზე დაიგება ფიცარნაგი, კეთდება ტრიბუნები იარუსებად, სადაც ალბათ, სტუმრები განთავსდებიან. ამის შემდეგ მოეწყობა სცენა, სადაც ფიცის დადების ცერემონია გაიმართება. სასახლის აღმოსავლეთი ნაწილი და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია იქნება ღონისძიების ეპიცენტრი. ეს ყველაფერი თავისუფლად მოესწრება. 1000-1200 სტუმარს ელოდებიან. ის რაოდენობა, რაც განსაზღვრულია, ყველა დაეტევა", - განაცხადა ურჩუხიშვილმა.

როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი ფიცს მე- 17 საუკნის სასახლის ეზოში მდებარე ეკლესიის წინ დადებს. ასევე გაიმართება აღლუმი და ჰიმნი. ღონისძიებაზე დაგეგმილია კახური მრავალჟამიერის შესრულებაც.

16 დეკემბერს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოწვეულ სტუმრებთან ერთად წინანდალში, საზეიმო მიღებაზე გადაინაცვლებს.

ემილ ავდალიანი - აშშ-ის მხრიდან რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების წამოწყება სხვა არაფერია თუ არა ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებზე მოსკოვის გავლენის სფეროების აღიარება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2025
„ომეგა ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
მსოფლიოში ცნობილ მეცნიერსა და მკვლევარს პოლ გიბსს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორის წოდება მიენიჭა