საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

12345678910111213141516171819
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
სალომე სამადაშვილი
„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
მაკა ბოჭორიშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ორდღიანმა სტიქიამ იმერეთის 11 მუნიციპალიტეტს მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა, ქუთაისში მიყენებულ ზარალს კი ამ დრომდე ითვლიან

ორდღიანმა სტიქიამ იმერეთის 11 მუნიციპალიტეტს დაახლოებით მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა. იმერეთის გუბერნიის ადგილობრივი თვითმმართველობის ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე განმარტავს, რომ სტიქიამ დააზიანა როგორც სახლები, ასევე სავარგულები. გორდილაძე აცხადებს, რომ ყველაზე მეტად ქუთაისი დაზარალდა, სადაც ზარალის დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს.

„გრიგალმა დააზარალა იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების, როგორც საქალაქო, ასევე სასოფლო სამეურნეო ნაწილი, ზარალი მიადგა საცხოვრებელ სახლებს და კარ-მიდამოს, დაზიანდა სახურავები და საყრდენი კედლები, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ყველა დაზარალებულს მიეწოდება გადასახური მასალა. ზარალის საერთო რაოდენობამ იმერეთის 11 რაიონში შეადგინა 950 000 ლარის ფარგლებში, რაც შეეხება ქუთაისს, მიმდინარეობს ამ დროისთვის ზარალის დათვლა და მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა. ყველაზე მეტად ქუთაისი დაზარალდა და ამიტომ გრძელდება ამ ზარალის დათვლა და ზუსტი მონაცემები უცნობია", - განაცხადა დავით გორდელაძემ.

ზარალის ზუსტი ოდენობის შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ აქვთ ქუთაისის მერიაში. მერიაში განმარტავენ, რომ ზარალის დათვლა და მოსახლეობის დახმარება ამ დრომდე გრძელდება და ზუსტი მონაცემები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს