"ევროპული საქართველოს" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, რომელიც "BCG ReaserCh“-მა ჩაატარა, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა გრიგოლ ვაშაძე, მეორეზე - სალომე ზურაბიშვილი, მესამეზე კი დავით ბაქრაძე. შესაბამისი მონაცემები პარტიაში რამდენიმე წუთის წინ წარმოადგინეს.
უფრო კონკრეტულად, ეგზიტპოლების შედეგებით, გრიგოლ ვაშაძეს მხარი ამომრჩეველთა 37%-მა, სალომე ზურაბიშვილს - 34%-მა, დავით ბაქრაძეს კი 17%-მა დაუჭირა.
იხილეთ ვიდეო: "ევროპული საქართველოს" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, 37 %-ით პირველ ადგილს გრიგოლ ვაშაძე, 34 %-ით მეორე ადგილზე კი სალომე ზურაბიშვილი იკავებს