საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

საბა სხვიტარიძე - რაც უფრო გავწელავთ დროში პროტესტს, უფრო ბრუტალური იქნება რეჟიმი, დროა, წნეხი გავზარდოთ, უნდა გვესმოდეს, რომ რუსთაველზე საღამოობით გასეირნებით დიქტატურას ვერ დავამარცხებთ!
04.05.2025 / 23:03
04.05.2025 / 23:03

გზის გადაკეტვა საღამოობით არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, მიზანია, რეჟიმი გავუშვათ სახლში, რაც უფრო გავწელავთ დროში პროტესტს, უფრო ბრუტალური იქნება რეჟიმი. დროა, წნეხი გავზარდოთ, უნდა გვესმოდეს, რომ რუსთაველზე საღამოობით გასეირნებით დიქტატურას ვერ დავამარცხებთ! ,-

123456789101112131415161718192021
12345
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
დავით უსუფაშვილი
ოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
ლაშა ხუციშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ლევან მგალობლიშვილი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:01
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გიორგი მარგველაშვილი - ქართული დროშა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაინც ფრიალებს, რადგან არც გიორგი ანწუხელიძის და არც გურამ გაბესკირიას სული არ გატყდა

დროშა არ არის აბსტრაქტული სიმბოლო, დროშა არის სიმბოლო, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ქართული დროშა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაინც ფრიალებს, რადგან არ გატყდა სული ქართველი ეროვნული გმირების - არც გიორგი ანწუხელიძის და არც გურამ გაბესკირიასი.

”დროშა არ არის აბსტრაქტული სიმბოლო, დროშა არის სიმბოლო, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხენ. ურთულეს პირობებშიც კი ჩვენი სული იზეიმებს თავისუფლებას. მაშინაც კი, როდესაც მტრებით გარშემორტყმული სიკვდილს უყურებდნენ თვალებში ჩვენი ეროვნული გმირები, ქართული დროშა არ დაწეულა. ქართული დროშა დღეს იმ ნაწილზე ჩვენი სამშობლოსი, რომელზეც დგას მტრის ჯარი, მაინც ფრიალებს, რადგან არ გატყდა სული არც ანწუხელიძის და არც გაბესკირიასი. მათი გმირობა ისეთივე აღმაფრთოვანებელია დღეს, როგორც ჩვენი წინაპრების გმირობა, რომლებმაც ჩვენი სამშობლო საუკუნეების განმავლობაში დღევანდელ დღემდე მოიყვანა. სანამ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც გმირობა არის მიზანი იმისა, რომ ასე იცხოვრონ თავიანთი სიცოცხლე, მანამდე ქართული დროშა მუდამ იფრიალებს ძალიან ამაყად და მაღლა. გილოცავთ ქართული დროშის დღეს, რომელიც არის საქართველოს თითოეული მოქალაქის დღე და იმ დიდი გამარჯვებების დღის საწინდარი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი, როგორც ამ ქვეყნის შვილები, მომავალშიც მივაღწევთ”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ დღეს, სახელმწიფო ზეიმობს სიწმინდის, ღირსების, თავმოყვარეობის სიმბოლოს - საქართველოს ეროვნული დროშის დღეს. ”ამ დღეს ჩვენ ავწიეთ დროშა იმ ადგილას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და სათუთია ჩვენთვის, იმ ადგილას, საიდანაც სულ რამდენიმე ხნის წინ მოხდა ისეთი რამ, რაც თავიდან ბოლომდე აღწერს რას ნიშნავს ქვეყნისთვის და ერისთვის დროშა. 2008 წელს თქვენი და ჩვენი თანამებრძოლი სულ რამდენიმე კილომეტრში აწამეს იმისთვის, რომ გაეტეხათ მისი სული, მაგრამ ვერ გატეხეს. ვერ გატეხეს გიორგი ანწუხელიძე, ადამიანი, რომელმაც ბოლომდე შეინარჩუნა სიძლიერე, თავმოყვარეობა და სამშობლოს სიყვარული. მაშინ, ოკუპანტმა დაიპყრო ტერიტორია, ნაწილი ჩვენი სამშობლოს გულისა, გაავლო ჩვენს სხეულზე ეს იარა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა, რადგან ვერ გატეხა ქართველი ჯარისკაცი. მანამდე, 1993 წელს, სოხუმში, მეორე ეროვნული გმირი გურამ გაბისკირია, ასევე აწამეს იმისთვის, რომ გაეტეხათ მისი სული და ისიც არ გატყდა. მიუხედავად იმისა, რომ მტერმა აიღო ჩვენი სოფლები და ქალაქები, მან ვერ გატეხა ქართველი მებრძოლი. ჩემთვის ეს ორი ამბავი არის სიმბოლო იმისა, თუ რას ნიშნავს დროშა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სახელმწიფო დროშა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, იუნკრებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით აღმართეს. ცერემონიის მონაწილეებსა და იუნკრებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.

გიორგი ლაბაძე -  ტრამპის ადმინისტრაცია, ნიქსონის მსგავსად, რუსეთის და ჩინეთის ერთობას უკვე გადაჭარბებულ საფრთხედ მიიჩნევს და უფრო სუსტისთვის კოჭის გაგორებით და გამოთიშვით, ცდილობს მოერიოს უფრო ძლიერს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.05.2025
ტაბახმელას ფერდი - ახალი მიზიდულობის ცენტრი
„თეთრმა კვადრატმა“ „პროკრედიტ ბანკთან“ და OTIS-ის ოფიციალურ პარტნიორ „მეპერსთან“ მინდელის პროექტზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
Samsung-ის ეკრანების გლობალური აღიარება - Quantum Dot ტექნოლოგია სერტიფიცირებულია კადმიუმის გარეშე
ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრნენ
ბანკი ქართუს განცხადება
Service Clinic - „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში