საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

267-м Папой Римским избран Роберт Превост - Лев XIV
08.05.2025 / 21:44
08.05.2025 / 21:44

Новым Папой Римским избран американец Роберт Превост

1234567891011121314151617181920
Другие новости на сегодня
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - საქართველოში ხუთ თვეში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 9.7%-ით, ტურისტთა რიცხვი კი 25%-ით გაიზარდა

ხუთ თვეში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 9.7%-ით, ტურისტთა რიცხვი კი 25%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2017 წლის იანვარ - მაისის თვის მონაცემებით საქართველოს 2,329,677 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 206,736-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (ზრდა +9.7%)

მისივე თქმით, იანვარ - მაისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 981,668 შეადგინა, რაც 196,369-ით მეტია 2016 წლის იანვარი - მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +25%).

ჩოგოვაძის განცხადებით, 2017 წლის იანვარ -მაისში ყველაზე მეტი მოგზაური საქართველოს აზერბაიჯანიდან (+5.6%), სომხეთიდან (+13.2%), თურქეთიდან (-17.8%), რუსეთიდან (+22.1%) და ირანიდან (+224%) ეწვია.

,,პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - მაისში გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +34%, გერმანია +27%, საფრანგეთი +27%, გაერთიანებული სამეფო +22% და პოლონეთი +21%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი +224%, უზბეკეთი +192%, ინდოეთი +123%, ისრაელი +55% და ჩინეთი +40%”,- განაცხადა ჩოგოვაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 2017 წლის მაისის თვის მონაცემებით, საქართველოს 552,958 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 29,867-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +5.7%)-ია.

მისივე თქმით, მაისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 245,403 შეადგინა, რაც 40,282-ით მეტია 2016 წლის მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +19.6%).

კორნელი კაკაჩია - აშშ-ს და ევროპას საქართველოსთან დაკავშირებით ტაიმ-აუტი აქვს აღებული, რითაც ივანიშვილს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გადახედვის, შესაძლოა, ბოლო შანსი ეძლევა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს „რომის სამართლის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა