პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვაცნობე, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ველოდებით, რომ რუსეთი დათანხმდება ამ წინადადებას, - ამის
აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
ყველასთვის კარგად ნაცნობი ისტორია მოჯადოებული პრინცისა და ლამაზმანის სიყვარულის შესახებ კინოეკრანებზე ბრუნდება. “მზეთუნახავი და ურჩხული”, - ასე ჰქვიაახალ საოჯახო, სათავგადასავლო მელოდრამას, რომელიც დიდ ეკრანებზე სულ მალე გამოჩნდება.
ფილმის ბიუჯეტი 160 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო შემადგენლობა კი ასეთია: ბელის როლს, ჰარი პოტერის ვარსკვლავი ემა უოთსონი ასრულებს. ურჩხულს კი დენ სტივენსი განასახიერებს, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს როლი თავდაპირველად რაიან გოსლინგს შესთავაზეს, რომლისგანაც ლა ლა ლენდის გადაღებების გამო თანამშრომლობა ვერ შედგა, ხოლო ემა უოტსონმა სწორედ ''მზეთუნახავი და ურჩხულის'' გამო თქვა უარი ლა ლა ლენდში მონაწილეობასა და მიას როლზე.
ფილმში გატსონის როლს ლუკ ევანსი ირგებს, ხოლო ლი ფოუ - ჯოშ გადი გახდება.
ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე 2017 წლის 16 მარტსაა დაგეგმილი, ის 3D და IMAX ფორმატებში ქნება წარმოდგენილი.