საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

12345678910111213141516171819202122
1234567
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
სალომე სამადაშვილი
„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
გიორგი ბოტკოველი
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ნინო გვენეტაძე ადასტურებს, რომ ლევან მურუსიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ადასტურებს, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე ლევან მურუსიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, - ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტებს დღევანდელი კენჭისყრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ისედაც ცნობილია, რომ მხარი არ დავუჭირე. ის უკვე მოსამართლეა და მე არ მაქვს უფლება მისი დანიშვნის შესახებ სხვა კომენტარი გავაკეთო", - აღნიშნა გვენეტაძემ.

რაც შეეხება კონკურსის შედეგებს, როგორც გვენეტაძემ განმარტა, საერთო სასამართლოების 61 ვაკანსიაზე 38 მოსამართლე დაინიშნა. "საერთო სასამართლოების სისტემაში 61 ვაკანსიაზე კენჭისყრა დამთავრდა. სააპელაციო და რაიონულ საქალაქო სასამართლოებში დაინიშნა 38 მოსამართლე. მოსამართლედ დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის 8 მსმენელი. 6 მოქმედი მოსამართლე და 24 ყოფილი მოსამართლე. ვაკანტური დარჩა მოსამართლის 23 თანამდებობა, რომელზეც კონკურსი 2-3 დღის განმავლობაში გამოცხადდება", - განაცხადა გვენეტაძემ.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოთქმულ ხარვეზებს, კონკურსის პროცესთან დაკავშირებით, როგორც გვენეტაძემ განაცხადა, ყველა შენიშვნა იქნება გაზიარებული.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართა. დღევანდელი კენჭისყრის შედეგებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე. მურუსიძეს მხარი დაუჭირა 11 კანდიდატიდან ათმა. როგორც აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, მურუსიძეს მხარი ნინო გვენეტაძემ არ დაუჭირა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა