საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

12345678910111213141516
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
გივი მიქანაძე
პარლამენტის წევრი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
უკრაინაში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

უკრაინაში 25 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. გადაწყვეტილება, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე , უკრაინის უმაღლესმა რადამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადადგა და რუსეთში გაიქცა.

არჩევნებში უკრაინის პრეზიდენტობის პოსტზე კენჭს სულ 21 კანდიდატი იყრის. თუ ხმების დათვლის შემდეგ ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვების ამომრჩეველთა ხმების 50%-ს, უკრაინაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას პირველი ტურის ორი ფავორიტი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

თავდაპირველად არჩევნებისთვის უკრაინაში 225 საარჩევნო ოლქი შეიქმნა, თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, საარჩევნო ოლქების რაოდენობა 213-მდე შემცირდა.

ამასთან, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ზოგიერთ ოლქში პრორუს სეპარატისტებს ამ დრომდე დაკავებული აქვთ ადმინისტრაციული შენობები და საარჩევნო კომისიები. სეპარატისტთა ლიდერების განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ლუგანსკში 1 771 873 ამომრჩეველია, დონეცკის ოლქში კი - 3 289 616.

პარალელურად, უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ახორციელებს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ვალენტინ ნალივაიჩენკოს განცხადებით, არჩევნების დღეს სპეცოპერაციები არ ჩატარდება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი. თუმცა, ყირიმში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა ქვეყნის სხვა რეგიონებში შეეძლებათ.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 35 500 913 ამომრჩეველია.

ამომრჩეველთა კომიტეტის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ვითარების გამო არჩევნებში მონაწილეობას ამომრჩეველთა თითქმის 5% ვერ მიიღებს.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებს 2 785 უცხოელი დამკვირვებლი დააკვირდება.

სოციოლოგიური კვლევების ბოლო მონაცემებით, წინასაარჩევნოდ ლიდერობს კორპორაცია "როშენის" მფლობელი, ბიზნესმენი, უმაღლესი რადას დეპუტატი პეტრო პოროშენკო.

ჟურნალ "ფორბსის" 2014 წლის მონაცემებით, პეტრო პოროშენკოს ქონება 1,3 მილიარდ დოლარია. უკრაინელი ბიზნესმენი ქვეყნის ევროპულ კურსს უჭერს მხარს და მაიდნის აქტიური მხარდაჭერით გამოირჩეოდა. 2009 წელს პეტრო პოროშენკო იულია ტიმოშენკოს მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე იყო, 2012 წელს კი მას ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა.

ამასთან, სოციოლოგიური კვლევების მონაცემებით, მეორე ადგილზეა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელსაც გამოკითხულთა 8,4% უჭერს მხარს.

25 მაისის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება კიევის მერის არჩევნები. ზოგიერთ რეგიონში - კერძოდ, ოდესაში, ნიკოლაევში, ხერსონში, ჩერნოვცახში, ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.

უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები გასული წლის ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე.

გიორგი ლაბაძე -  ტრამპის ადმინისტრაცია, ნიქსონის მსგავსად, რუსეთის და ჩინეთის ერთობას უკვე გადაჭარბებულ საფრთხედ მიიჩნევს და უფრო სუსტისთვის კოჭის გაგორებით და გამოთიშვით, ცდილობს მოერიოს უფრო ძლიერს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2025
Samsung-ის ეკრანების გლობალური აღიარება - Quantum Dot ტექნოლოგია სერტიფიცირებულია კადმიუმის გარეშე
ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრნენ
ბანკი ქართუს განცხადება
Service Clinic - „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში