საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
დასავლეთ საჰარა სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობას" ცნობს

დასავლეთ საჰარა სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობას" ცნობს. რუსული სააგენტოების ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველმა, კონსტანტინე კოჩიევმა განაცხადა, რომელიც დასავლეთ საჰარის მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდა.

დასავლეთ საჰარა, რომელიც მაროკოს ტერიტორიის ნაწილია, არააღიარებული რესპუბლიკაა, მისი მთავრობა კი, რომელიც ალჟირშია განთავსებული, მაროკოსგან გამოყოფას ითხოვს.

კოჩიევის თქმით, "საჰარის რესპუბლიკის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების აღიარების საკითხი 2008 წლის ზაფხულში განიხილებოდა. საჰარის არაბეთის დემოკრატიული რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ცნობს, თუმცა აღიარების ფორმალური დოკუმენტები და დიპლომატიური დადგენილებები ხელმოწერილი ჯერ არ არის".

გარკვეული ურთიერთობები ჩამოყალიბდა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და ალჟირს შორისაც. კონსტანტინე კოჩიევის თქმით, "აღიარების საკითხში მას მხარდაჭერას ამ ქვეყნის პოლიტიკოსებიც უცხადებენ, რაც აფრიკის კონტინენტზე სამხრეთ ოსეთის შემდგომი აღიარებისთვის მნიშვნელოვანია".

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა