ნათია თურნავა - მცირე სასტუმროების სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე სავარაუდოდ, 3 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება და ინიციატივა 18 000-ზე მეტ ბიზნეს სუბიექტს შეეხება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მცირე სასტუმროების სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე სავარაუდოდ, 3 მილიონ ლარამდე თანხას დახარჯავს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გასულ წელს, 20 ივნისის შემდგომ 4-დან 20 ნოემბრამდე, მცირე სასტუმროების სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამამ კარგად იმუშავა და ამ ეტაპზეც ამ მექანიზმის გამოყენება იგეგმება.

„ჩვენ ვაფართოვებთ სასტუმროების ზომას, ანუ მცირე სასტუმროები 4 ნომრიდან 50 ნომრის ჩათვლით, მიიღებენ იგივე სახის დახმარებას - საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირებას.

ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადახდის გადავადება ყველა ზომის სასტუმროებისთვისაა, თუმცა მცირე სასტუმროები კიდევ უფრო მეტად მოწყვლადია, ამიტომ მათთვის სესხის პროცენტის სუბსიდირება დამატებითი ზომაა“, - აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, თანხა სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან პროგრამა „აწარმოე საქართველოში პროგრამების ფარგლებში გამოიყოფა და 18 000-ზე მეტ ბიზნეს სუბიექტს შეეხება.

„თანხის პროგნოზირება ჯერ რთულია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არის დაახლოებით 3 მილიონი ლარის ფარგლებში, თუმცა ვინც მოგვმართავს და დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, ყველას დავეხმარებით ჯამში ამ თანხასაც რომ გადააჭარბოს“, - აღნიშნა თურნავამ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ