„სამოქალაქო მოძრაობა“ დავით ქაცარავას მიმართ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„სამოქალაქო მოძრაობა“ დავით ქაცარავას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც „სამოქალაქო მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,ქაცარავას მიმართ გამოძიების დაწყებას მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს და მისი მიზანი ანტისაოკუპაციო მოძრაობის და მისი ლიდერის განეიტრალებაა.

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერის დავით ქაცარავას მიმართ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - მაქსიმალურად შეზღუდოს ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზიდან ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა, რასაც აკეთებდა დავით ქაცარავა და მთლიანად მისი მოძრაობა. ამ გამოძიების დაწყებას მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს და მისი მიზანი ანტისაოკუპაციო მოძრაობის და მისი ლიდერის განეიტრალებაა.

"სამოქალაქო მოძრაობა" მიმართავს ხელისუფლებას - რეპრესიებით თქვენი ქმედებები არის მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩასვათ ციხეში არ და ვერ გვაიძულებთ შევეგუოთ ჩვენი მოქალაქეების გატაცების და დამცირების ფაქტებს. მოგიწოდებთ შეეშვათ პატრიოტ ადამიანებთან ბრძოლას და ებრძოლოთ მათ, ვინც ქვეყნის 20 % -ის ოკუპაცია განახორციელა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს