ეკა ბესელიას ინფორმაციით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპოზიციის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირის დასკვნა მალე დაიდება

დეპუტატ ეკა ბესელიას ინფორმაციით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპოზიციის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირის დასკვნა მალე დაიდება. ამასთან, როგორც ბესელიამ აღნიშნა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით, მას პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.

„გულწრფელად გითხრათ, არ მაქვს პოზიტიური მოლოდინის საფუძველი და ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ამ შეხვედრას. იმ ვითარებაში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ უკან დახევა არ სურს და ახლა მაჟორიტარული არჩევნების პირობებში ამ მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით ტრიალებს, არ მგონია, რომ ამას გასცდეს მათი შემოთავაზება. ვფიქრობ, ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე დასკვნა მალე იქნება და ამ დასკვნის შემდეგ, დღის წესრიგი ბევრად უფრო ცხადი და მკაფიო იქნება. პირველადი ინფორმაციით, ეს დასკვნა მალე უნდა იყოს,“ - განაცხადა ბესელიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს