საგარეო უწყების ინფორმაციით, საკონსულო ცდილობს დაადგინოს იმ ქალის ვინაობა და მოქალაქეობრივი კუთვნილება, რომელმაც ნაგვის ურნაში ჩვილი გადააგდო

ბერძნული მედიის ცნობით, 25 წლის ქალი, რომელმაც ბავშვი ნაგვის ურნაში გადააგდო, დააკავეს. ჩვილი, რომელიც რამდენიმე დღის არის და რომელიც ქალმა მიწის ქვეშ მოთავსებულ ურნაში ჩააგდო, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კალამატას მერის თქმით, ურნა დაახლოებით სამი მეტრის სიგრძისაა. მისივე განცხადებით, „ბავშვი ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან ნაგვის მანქანამ ტექნიკური შეფერხების გამო, ადგილზე მისვლა გადადო, რამაც ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა“.

მედიის ცნობით, ბავშვის ტირილის ხმა ერთ-ერთმა ქალმა გაიგო, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე კატებს კვებავდა და პოლიცია გამოიძახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ახალშობილი ამჟამად გადაყვანილია კალამატას საავადმყოფოში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „საბერძნეთში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა კალამატას პოლიციასთან, რათა დაადგინოს, ქალის ვინაობა და მოქალაქეობრივი კუთვნილება”, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს