არჩილ თალაკვაძე - ნუ ვაშინებთ ბავშვებს მომავლით, ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი, ნუ მოვუწოდებთ ნიჰილიზმისკენ

ნუ ვაშინებთ ბავშვებს მომავლით, ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი, ნუ მოვუწოდებთ ნიჰილიზმისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა და ამით საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს მოუწოდა.

მისივე თქმით, არსებული აქტივობებით სხვა ბავშვებსაც ეგზავნება მესიჯები, რომ მათაც იგივე დამოკიდებულება ჩამოაყალიბონ საზოგადოებაზე, სკოლასა და ცხოვრებასთან მიმართებით.

„ეს არის ძალიან სახიფათო გზავნილი და მითუმეტეს, როცა ამ გზავნილს იმეორებენ უფროსები, ადამიანები, ვისიც სჯერათ ბავშვებს. ვეუბნებით ბავშვებს, რომ ცხოვრება არის საშინელი და ვეუბნებით, რომ საზოგადოებაში, ამ ქვეყანაში პრაქტიკულად პოზიტივის ადგილი არ არის, მათი ადგილიც არ არის. ეს არის ცალსახად არასწორი გზავნილი და ყველანი უნდა დავფიქრდეთ, სანამ ასეთი ტიპის კამპანიას დავგეგმავთ. ამის პოპულარიზაციით, სუიციდის ფაქტების პოპულარიზაციით, სამწუხაროდ სხვა მოზარდებიც და ადამიანებიც ინტერესდებიან და იმეორებენ ქცევას, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება, ეს კამპანია არის ძალიან სახიფათო.

„გთხოვთ, რომ გავაკეთოთ პირიქით, მეტი იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა და ბავშვებმა დადებით გარემოში იცხოვრონ, მივცეთ მათ მეტი ოპტიმიზმი, მივცეთ სწორი შეფასებები და ვუთხრათ, როგორია უკეთესი სამყარო, როგორია უკეთესი სკოლა, საზოგადება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, რომ ჩვენმა და ყველას შვილებმა, ბავშვებმა იცხოვრონ უფრო ბედნიერ და პოზიტიურ გარემოში, ყოველ დილით ხალისით წავიდნენ სკოლაში,“ - აღნიშნა თალაკვაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს