ცნობილია ქუჩები, სადაც პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდება

პარკირების საათობრივი გადასახადი პირველ ეტაპზე თბილისის ორ რაიონში - ძველ თბილისსა და საბურთალოზე დაწესდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა, ძველ თბილისში საათობრივი პარკირება საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, მოიცავს ყველა ახლომდებარე ქუჩას ზაარბრიუკენის მოედნამდე და ამაღლების ქუჩამდე. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, საათობრივი პარკირება დაწესდება შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებზე.

„პარკირების ნაწილში ჩვენი მიზანია, რომ ქუჩები გამტარიანი გავხადოთ. რატომ ეს ორი რაიონი? - ძველი თბილისი ტურისტულად მიმზიდველია, ხოლო ვაკე-საბურთალო ძირითადად საოფისე ადგილებია.

კომპანია „სისტრასთვის“ მიცემული გვაქვს დავალება, რომ ამ ორ რაიონში გავაძლიეროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები დავამატოთ და მოსახლეობას ვუთხრათ, რომ კერძო ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადმოჯდნენ - თუ შენ ამას მაინც არ აკეთებ, მაშინ ვიყენებ საათობრივ, ზონალურ პარკირებას“, - განუცხადა მუმლაძემ „ინტერპრესნიუსს“.

გიორგი ანთაძე - ევროკავშირის მხრიდან არ ველოდები წარსულის მცდელობების გამეორებას, თუ ეს მოხდა, ევროკავშირისათვის ეს ფატალური შეცდომა იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.11.2024
ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი - გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, საქართველოს მთავრობასთან ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება
„არქი“ 2024-25 წლის სასკოლო ლიგის ოქროს სპონსორი გახდა
ყელის დაავადებები და რეკომენდებული მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში
სულ სხვა პარასკევი ალტაში: გამოიყენე წლის საუკეთესო დრო განახლებისთვის - სურვილების სია მზად გაქვს?
„ლინეიტის“ ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ციკოლია AmCham Georgia-ს დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა