ბათუმში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ხვალ, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ღონისძიების მთავარი თემაა „სოფლის ტურიზმი, როგორ ბიზნესი“. კონფერენციაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და მსოფლიოს 6 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ისინი ორი დღის განმავლობაში სოფლის ტურიზმის წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან და დარგში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.

კონფერენციაზე პრეზენტაციები, მოხსენებები და დისკუსიები გაიმართება. კერძოდ, ისეთ თემებზე, როგორიც არის სოფელი და სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი, ბიზნესი და შემოსავლის წყარო, ინოვაციური სერვისები და ტურისტული პროდუქტები სოფლად, სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები აჭარის რეგიონში, ქართული სტუმართმასპინძლობა, როგორც ბიზნესი, სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები, სახელმწიფო პროგრამები სოფლის ტურიზმის განვითარების კუთხით საქართველოში და სხვა ქვეყნებში, ტურისტების მოზიდვა სოფლად და რეკლამირება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე 31-მდე მოხსენება/პრეზენტაცია ჩატარდება, რომელთა უმრავლესობაც სოფლად არსებულ წარმატებულ ტურისტულ პროდუქტებსა და ბიზნესს მიეძღვნება. სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მეორედ ტარდება.

გიორგი ანთაძე - ევროკავშირის მხრიდან არ ველოდები წარსულის მცდელობების გამეორებას, თუ ეს მოხდა, ევროკავშირისათვის ეს ფატალური შეცდომა იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.11.2024
ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი - გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, საქართველოს მთავრობასთან ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება
„ვენდისი“ Beyond Meat®-თან თანამშრომლობით, საქართველოში პირველად მომხმარებელს მცენარეული ხორცის ბურგერს შესთავაზებს
შალვა წაქაძე - „საზღვაო ხაზი ე 60“-ის პირველი წარმატებული სარკინიგზო რეისი ბულგარეთიდან საქართველოში, მათივე კუთვნილი ბორან „აია“-თი შესრულდა
სესხი თუ კაპიტალი? გადასახადის გადამხდელთა ახალი თავსატეხი
„არქიმ“ ახალი ელიტარული კომპლექსი „ლისი სანრაიზი“ წარადგინა
„არქი“ 2024-25 წლის სასკოლო ლიგის ოქროს სპონსორი გახდა
ყელის დაავადებები და რეკომენდებული მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში
სულ სხვა პარასკევი ალტაში: გამოიყენე წლის საუკეთესო დრო განახლებისთვის - სურვილების სია მზად გაქვს?
„ლინეიტის“ ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ციკოლია AmCham Georgia-ს დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა