ვენაში ქურდობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ავსტრიულმა პოლიციამ ვენაში ქურდობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 44 და 28 წლის პირები დანაშაულის ჩადენის მომენტში დააკავა.

„დაკავებულებს დიდი ოდენობით ნაღდი ფული, ძვირფასეულობა და ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ დაკავების შემდეგ 44 წლის მამაკაცმა ჯერ ასთმის შეტევის სიმულირება სცადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ღვიძლის ციროზი აქვს. ჰოსპიტალში ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ მას ვერც ერთი აღნიშნული დაავადება ვერ აღმოუჩინა“, - წერს ადგილობრივი მედია.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს 2 მოქალაქე ვენაში ქურდობის ჩადენისას დააკავეს: ერთ-ერთმა ჯერ ასთმის შეტევის სიმულირება სცადა, შემდეგ კი თქვა, რომ ღვიძლის ციროზი აქვს

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს