This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
ხონში „ევროპული საქართველოს" ოფისი გაძარცვეს. როგორც შტაბის უფროსმა დავით ჭავჭანიძემ განაცხადა, დაკარგულია პერსონალური კომპიუტერი და ტელევიზორი.
„დილით ოფისი გაძარცვული დაგვხვდა. როგორც ჩანს, მძარცველები ფანჯრიდან შემოვიდნენ. წაღებულია კომპიუტეტი, რომელშიც ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანი საარჩევნო ინფორმაცია ინახებოდა, ასევე დაკარგულია ტელევიზორი", - განაცხადა დავით ჭავჭანიძემ.
ადგილზე იმყოფებოდნენ სასამართალდამცველები. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ძიება.