მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ

“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, აქვთ კონკრეტული ფაქტები, რომ ცალკეული პირები ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიებს და ხელმოწერებს აგროვებენ, რასაც თავად ეს პირები ადასტურებენ.

როგორც მიხეილ ბენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი შემთხვევები მათმა დამკვირვებლებმა სამეგრელოს რეგიონში დააფიქსირეს, საია-მ კი სხვა რეგიონებში, მათ შორის კახეთში.

„ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ სამეგრელოში, ერთ-ერთ ა(ა)იპ-იში ფაქტს, როცა ხდებოდა მსგავსი სიების და ხელმოწერების შეგროვება და შეტანა უფლებამოსილ პირთან. მათ შორის ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა დაუდასტურეს ჩვენს დამკვირვებლებს ამ ფაქტის შესახებ და უთხრეს, რომ ეს დავალება აქვთ ხელსუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიღებული. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ასეთი დავალებები გასული ხელისუფლებების დროსაც იყო ხოლმე და სამწუხაროა, რომ ამ მანკიერ პრაქტიკას ვერ მოეშვა ვერც ერთი ხელისუფლება. ასევე ჩვენ გვაქვს ფოტომასალა და კონკრეტული მტკიცებულებები, უბრალოდ ამ ადამიანებს ეშინიათ მათი ვინაობის გამჟღავნება, რომ არ დაკარგონ სამსახურები, ამიტომ ჩვენ საჯაროდ ამ ფოტოებს არ ვასაჯაროებთ, თუმცა შესაბამისი უწყებების დაინტერესების შემთხვევაში, ბუნებრივია, შეგვეძლება კონკრეტულ ფაქტებზე ვისაუბროთ.

თავის მხრივ, საია-ს აქვს ინფორმაცია, რომ ასეთი ფაქტები სხვა რეგიონებშიც ხდება, მათ შორის კახეთშიც. ასე რომ, როგორც ჩანს, ასეთ ფაქტებს გარკვეული ტენდენციის სახე აქვს“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ვიტალი ბალა - თუ აშშ-მ უკრაინას შეუწყვიტა დახმარება, უკრაინას ძალიან გაუჭირდება, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ უკრაინასთან მიმართებაში ტრამპის პოლიტიკა ისეთი არ იქნება, რასაც ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ აცხადებდა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.11.2024
ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი - გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, საქართველოს მთავრობასთან ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება
„ვენდისი“ Beyond Meat®-თან თანამშრომლობით, საქართველოში პირველად მომხმარებელს მცენარეული ხორცის ბურგერს შესთავაზებს
შალვა წაქაძე - „საზღვაო ხაზი ე 60“-ის პირველი წარმატებული სარკინიგზო რეისი ბულგარეთიდან საქართველოში, მათივე კუთვნილი ბორან „აია“-თი შესრულდა
სესხი თუ კაპიტალი? გადასახადის გადამხდელთა ახალი თავსატეხი
„არქიმ“ ახალი ელიტარული კომპლექსი „ლისი სანრაიზი“ წარადგინა