თბილისში თეთრი ფერის გარდა, გარკვეულ  შემთხვევაში სხვა ფერის ტაქსებიც იმოძრავებენ

თბილისში თეთრი ფერის ტაქსების გარდა, რიგ შემთხვევაში სხვა ფერის ტაქსებიც იმოძრავებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა.

როგორც მუმლაძემ განმარტა, მერია ასეთ შესაძლებლობას იმ მოქალაქეებისთვის ტოვებს, რომელთა ძირითად საქმიანობას ტაქსით მომსახურების გაწევა არ წარმოადგენს და კლიენტებს ამ სერვისს ძირითადი სამუშაოს პარალელურად, გარკვეული საათების განმავლობაში სთავაზობენ.

„ეს არის ტაქსების ის კატეგორია, რომლებსაც ტაქსის ვიზუალი დღესაც არ აქვს, მაგრამ კლიენტებს ემსახურებიან. ეს არის ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ტაქსით მომსახურების სერვისს სამსახურში წასვლამდე ან სამსახურის შემდეგ წევენ, კლიენტებს კი მათ „ქოლ ცენტრები“ აწვდიან. ასეთი ადამიანები ბევრნი არიან. არის ასეთი კომპანიებიც, რომლებიც მათთან დარეგისტრირებულ მძღოლებს ეხმარებიან კლიენტების მოზიდვაში.

შესაბამისად, ასეთი ფენისთვის ჩვენ დავტოვეთ შესაძლებლობა, რომ მათ მომსახურება გასწიონ და დავარქვით B კატეგორია. მძღოლს შეუძლია იყოს ბაზარზე ნებისმიერი ფერის მანქანით, უბრალოდ ის ვერ იქნება ტაქსის ვიზუალში, არ ექნება ტაქსის ნიშანი და ვერ ისარგებლებს იმ სიკეთეებით, რითაც სარგებლობენ A კატგორიის მძღოლები: უფასო, მანათობელი ტაქსის ნიშნით, უფასო საპარკინგე ადგილებით, ავტომანქანაზე რეკლამის განთავსებით, მანქანის გადაღებვისა და სალონის ქიმიური წმენდის მომსახურებით“, - განაცხადა მუმლაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული კატეგორიის ტაქსებმაც ლიცენზია უნდა აიღონ.

„B კატეგორიის ტაქსებისთვისაც იქნება მოთხოვნა, რომ მათ რეგისტრაცია გაიარონ და ლიცენზია აიღონ. ნებართვებს იგივე ფორმით აიღებენ, რითაც დღეს A კატეგორიის მძღოლები. თბილისის ტაქსის ვებ-გვერდზე გაჩნდება ელექტრონული ველები, რომლის შევსების შემდეგაც მანქანას კატეგორია მიენიჭება მძღოლის გადაწყვეტილების შესაბამისად. ასევე, ნებართვებს გასცემს იუსტიციის სახლი და რაიონული გამგეობები. რეგულაცია 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება. რაც შეეხება ლიცენზიის აღების საფასურს, იგივე იქნება B კატეგორიის ლიცენზიის აღების საფასურიც. ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის 50 ლარი, ხოლო ელექტროავტომობილებისთვის უფასო. ასევე მოთხოვნა იქნება, რომ ლიცენზია მძღოლმა ავტომანქანაში გამოაკრას. ხოლო ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის მძღოლი ამ შემთხვევაშიც დაჯარიმდება. მონიტორინგს საპატრულო პოლიცია განახორციელებს“, - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

როგორც ცნობილია, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსები, რომლებსაც შესაბამისი მანათობელი ნიშანი ექნებათ, თეთრი ფერის იქნება.

ვიტალი ბალა - თუ აშშ-მ უკრაინას შეუწყვიტა დახმარება, უკრაინას ძალიან გაუჭირდება, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ უკრაინასთან მიმართებაში ტრამპის პოლიტიკა ისეთი არ იქნება, რასაც ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ აცხადებდა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.11.2024
ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი - გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, საქართველოს მთავრობასთან ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება
„ვენდისი“ Beyond Meat®-თან თანამშრომლობით, საქართველოში პირველად მომხმარებელს მცენარეული ხორცის ბურგერს შესთავაზებს
შალვა წაქაძე - „საზღვაო ხაზი ე 60“-ის პირველი წარმატებული სარკინიგზო რეისი ბულგარეთიდან საქართველოში, მათივე კუთვნილი ბორან „აია“-თი შესრულდა
სესხი თუ კაპიტალი? გადასახადის გადამხდელთა ახალი თავსატეხი
„არქიმ“ ახალი ელიტარული კომპლექსი „ლისი სანრაიზი“ წარადგინა