თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, აღნიშნული აქცია 11 ოქტომბერს 10:30 საათიდან 16:00 საათამდე თსსუ-ის პირველი კორპუსის "ცისფერ დარბაზში" სისხლის უანგარო დონორთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართება.

მათივე ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი "სტუდენტები სტუდენტებისათვის".

„სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი, 18-დან 60 წლამდე ჯანმრთელი ადამიანი თუ: მისი წონა 50-კგ. და მეტია; არ აქვს გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C, სიფილისი, ტუბერკულოზი; არ არის აივ დადებითი; არ აღენიშნება სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;

ასევე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში: არ ჩატარებია ქირურგიული ოპერაცია; არ ჰქონია სხვის სისხლთან კონტაქტი; ქალების შემთხვევაში, ბოლო 6 თვის მანძილზე არ ყოფილა ორსულად.

დონორმა უნდა იცოდეს შემდეგი: სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის; სისხლის დონორმა დონაციის ანკეტაში შეტანილ ყველა შეკითხვას გულახდილად უნდა გასცეს პასუხი; სისხლის ჩაბარების დღეს სისხლის დონორმა უმჯობესია დილით მსუბუქად წაიხემსოს და მიიღოს ტკბილი ჩაი; სისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ,” - ნათქვამია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - არჩევნების მიუხედავად აშშ-ს სტრატეგიული ხედვები საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით დიდ რყევებს არ განიცდის
ქართული პრესის მიმოხილვა 01.07.2024
სტეპან გრიგორიანი - უახლოეს 2-3 თვეში არსებობს იმის შანსი, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვარი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატებისთვის გაიხსნას
„ვისოლის“ უპრეცედენტო გათამაშება დაბრუნდა, სადაც ერთგული მომხმარებელი საწვავის ჩამსხმელ ოპერატორთან ერთად იგებს