ზუგდიდში 25 სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტს აგრძელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მერია მიმდინარე წელს 25 სახლს ააშენებს. სახლების მშენებლობის პროცესი უკვე დაწყებულია. სოციალური სახლის მშენებლობის მიმდინარეობას კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზუგდიდში, საერთაშორისო პროექტის „ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი თვითმმართველობა“ მონაწილეთა ჯგუფის წარმომადგენლები გაეცნენ. ჯგუფის შემადგენლობაში შვედეთის, სერბეთის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

ჯგუფის წევრებმა მშენებარე სახლთან ერთად გასულ წელს აშენებული სახლიც დაათვალიერეს და პროექტით დაინტერესდნენ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017 წლებში 66 სახლი აშენდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.

ნატა საბანაძე - „ქართული ოცნება“ ქვეყანას აგდებს მგლების ხახაში, ყოველგვარი მხარდაჭერის და მოკავშირეების გარეშე
ქართული პრესის მიმოხილვა 23.12.2024
იაპონური სოციალური გავლენის ინვესტორი Gojo & Company, Inc. კრედო ბანკის აქციონერი გახდა