სარფში არადეკლარირებული ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვები პუნქტში ,,სარფი“, არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 6 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, რ.დ.ბ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 9372 ლარის ღირებულების, 5 ცალი, არადეკლარირებული ოქროს ზოდი (საერთო წონა, 100 გრამი) აღმოაჩინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 9372 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - ახალ რეალობაში შევდივართ, ეს რეალობა საფრთხეებით და გამოწვევებით, მაგრამ, ამავე დროს, დიდი შანსებითაც არის სავსე - ნამდვილი ტრაგედიაა ამ ვითარებაში ჩვენნაირი ხელისუფლებით შესვლა
სტეპან გრიგორიანი - ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით შესაძლოა, ყველაფერი რუსეთის თანხმობით სომხეთზე აზერბაიჯანის მორიგი ძალადობით დასრულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.01.2025
სილქნეტის ქსელში „90 დღიანი პაკეტები“ დაბრუნდა!