„წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 7 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეს ტ.მ-ს 600 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი, ფიზიკური დათვალიერებისას აღმოუჩინეს.

უწყების ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - ახალ რეალობაში შევდივართ, ეს რეალობა საფრთხეებით და გამოწვევებით, მაგრამ, ამავე დროს, დიდი შანსებითაც არის სავსე - ნამდვილი ტრაგედიაა ამ ვითარებაში ჩვენნაირი ხელისუფლებით შესვლა
სტეპან გრიგორიანი - ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით შესაძლოა, ყველაფერი რუსეთის თანხმობით სომხეთზე აზერბაიჯანის მორიგი ძალადობით დასრულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.01.2025
სილქნეტის ქსელში „90 დღიანი პაკეტები“ დაბრუნდა!