ინტერპოლის  პრეზიდენტი, რომელიც ჩინეთში დააკავეს, თანამდებობიდან გადადგა

ინტერპოლის გენერალური სამდივნოს განცხადებით, ორგანიზაციის გაუჩინარებული პრეზიდენტის, მენ ხუნვეისგან გადადგომის შესახებ განცხადება მიიღო.

ინტერპოლის ახალი პრეზიდენტის არჩევნები ნოემბრის ბოლოსთვის დაინიშნა, როდესაც დუბაიში ინტერპოლის კონფერენცია გაიმართება.

აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჩინეთმა დააადასტურა მენ ხუნვეის დაკავება.

მენ ჰუნვეი მექრთამეობასა და სხვა დანაშაულებშია ბრალდებული.

ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებით, მის მიმართ შემოწმება ტარდება.

როგორც ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს წევრმა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ჩჟაო ქეჩჟიმ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მენ ჰუნვეი ქრთამის აღებასა და სხვა დანაშაულებშია ბრალდებული. მის მიმართ შემოწმებას სახელმწიფო საზედამხედველო კომიტეტი ატარებს.

მენ ხუნვეი ინტერპოლის პრეზიდენტის პოსტს ორი წლის განმავლობაში იკავებდა. გარდა ამისა, ის ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე იყო.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს