ზუგდიდის მერიამ წარმატებულ პედაგოგებს ფულადი ჯილდოები გადასცა

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში 20 წარმატებულ მოქმედ და ყოფილ პედაგოგს საზეიმოდ უმასპინძლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს, წარმატებულ პედაგოგებს მერიისგან მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო, 200-200 ლარი გადაეცათ.

„გილოცავთ პროფესიულ დღეს, წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა შრომისთვის და შეუფასებელი ღვაწლისთვის. ვამაყობ თქვენს რიგებში ყოფნით“,- მიმართა პედაგოგებს ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ.

პედაგოგებს მასპინძლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა გაუწიეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტის მერია პედაგოგებისთვის საინტერესო სიახლეებს გეგმავს.

ნატა საბანაძე - „ქართული ოცნება“ ქვეყანას აგდებს მგლების ხახაში, ყოველგვარი მხარდაჭერის და მოკავშირეების გარეშე
ქართული პრესის მიმოხილვა 23.12.2024
იაპონური სოციალური გავლენის ინვესტორი Gojo & Company, Inc. კრედო ბანკის აქციონერი გახდა